Monday, July 11, 2016

პროექტის სახელწოდება:  ბრტყელი ფიგურების ფართობები

პროექტის  აქტუალობა:  იგი ხელს შეუწყობს სააზროვნო უნარების განვითარებას.

პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხედის,კვადრატის,პარალელოგრამის,სამკუთხედის ფართობთა გამოთვლა.

მონაწილეთა ასაკი:  11წელი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 სთ

მოსალოდნელი პროდუქტი:  მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტის მიმდინარეობა:  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები ადარებენ ერთმანეთს გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურების ფართობებს ერთმანეთზე დადებით,მაგ: მართკუთხედის ფორმის მარკა,კვადრატის ფორმის სურათი, სამკუთხედის ფორმის ნახატი, ცდილობენ შეადარონ რომელი ფიგურა იკავებს მეტ ადგილს სიბრტყეზე.

 ფიგურებს ვაბრუნებთ მეორე მხრიდან ისე რომ გამოჩნდეს ერთეულოვანი კვადრატები რითაც დაიფარება სიბრტყეზე მდებარე ფიგურები-გამოაქვთ დასკვნა,რომ ფართობების გამოთვლა შეიძლება ერთეულოვანი კვადრატების საშუალებით,მიხვდებიან რომ ერთიდაიგივე ფიგურის ფართობი შეიძლება გამოისახოს  უფრო დიდი ან პატარა ზომის ერთეულოვანი კვადრატებით-ეს განაპირობებს სიგრძის საზომის სხვადასხვა ერთეულების შემოტანას, როგორიცაა დმ,სმ,მმ...

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- ხატვასთან,ხაზვასთან,გეოგრაფიასთან.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ერთეულოვანი კვადრატებით დაფარული ბრტყელი ფიგურების მოდელები,სახელმძღვანელო,პროექტორი,კომპიუტერი,ცარცი,დაფა და ა.შ.

პროექტის ხელმძღვანელი: ვენერა საათაშვილი

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: v.saatashvili@gmail.com